27 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
მსოფლიომ უნდა იცოდეს, ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ სახელმწიფოსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის "თავხედური ტერორი გამოცდილი ტერორისტების მხრიდან."

"ეს მსოფლიომ უნდა იცოდეს, ჩვენ ყველას საქმე გვაქვს ტერორისტულ სახელმწიფოსთან," - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. მე ვარ ადეკვატური ქვეყნის, ხალხის პრეზიდენტი, ორი შვილის მამა და ჩემს მიწაზე ქიმიურ ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღს არავინ ქმნის," - აღნიშნა ზელენსკიმ.

დღის ამბები