27 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
რა ხდება ოდესაში, რომელიც რუსი აგრესორების თავდასხმის მოლოდინში ცხოვრობს - "კურიერი" ვითარებას ადგილზე ეცნობა

უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი რუსი აგრესორების თავდასხმის მოლოდინში ცხოვრობს. ოდესელებს ჯართან ერთად ამინდის იმედიც აქვთ, ზღვაზე ღელვაა და ისინი იმედოვნებენ, რომ რუსები დესანტის გადასხმას, ასეთ ამინდში, ჯერჯერობით, ვერ გაბედავენ. წარუმატებელი აღმოჩნდა რუსი აგრესორების სამმხრივი შეტევაც ქალაქ მიკოლაევზე, რომელსაც ოდესის ოლქის კარიბჭეს უწოდებენ.

ოდესაში იმყოფება "კურიერის" გადამღები ჯგუფიც, რომელიც ვითარებას ადგილზე ეცნობა.

როგორც "კურიერის" ჯგუფი იუწყება, ოდესაში პროდუქტების მხრივ პრობლემები არაა, თუმცა არის მცირე რიგები მაღაზიებთან. ამასთან, ოდესაში გროვდება სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ჰუმანიტარული ტვირთი და შემდეგ ანაწილებენ უკრაინის ტერიტორიაზე. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ამ ტვირთის მიწოდება მარიუპოლისთვის, რომელიც განუწყვეტლივ იბომბება. 

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აუცილებელია პროდუქტის რაციონალური განაწილება, რადგან, თუ ოდესა ხანგრძლივად მოხვდება ალყაში, საკმარისი მარაგებია საჭირო.

დღის ამბები