ვიდრე დიპლომატები ომის ბედს მოლაპარაკების მაგიდასთან წყვეტენ, უკრაინაში ყოველდღიურად ბავშვები ობლად რჩებიან, ოჯახები ერთმანეთს ემშვიდობებიან, საკუთარ სახლებს ტოვებენ და მშვიდობას უცხო მიწაზე ეძებენ. დედები კი შვილებს ომში წასული მამების შესახებ შელამაზებულ ისტორიებს უყვებიან.
ზოგს თავიანთი თვალით დანახული ომი ფურცლებზე ნახატების სახით გადააქვს. რუსული აგრესია ბავშვებს სილაღეს მაინც ვერ ართმევს. გასართობს ისინი თავშესაფრებშიც პოულობენ.