27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქი მუდმივი თავდასხმის მოლოდინშია - ოდესა 15 დღეა ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან რუსების იერიშს ელოდება

Увага всім! - ყველა თავშესაფარში! განგაშის ეს ხმა დღეს ოდესაში რამდენჯერმე გაისმა. უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქი მუდმივი თავდასხმის მოლოდინშია.

ოდესა 15 დღეა რუსების იერიშს ელოდება ჰაერიდან, ზღვიდან, ხმელეთიდან. მთელი ქალაქი სავსეა ქვიშის ტომრებით. ბარიკადები კი აღმართულია თითქმის ყველგან.

მოსახლეობისა და მიწის დასაცავად, ყველა თავისებურად იბრძვის. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანი, უკვე 15 დღეა, უწყვეტ რეჟიმში საკუთრი ხარჯებით ქალაქის მოდარაჯე ჯარისკაცებისთვის ცხელ საკვებს ამზადებს. ოდესის მცხოვრებლებმა ფუნქციები გადაინაწილეს. ზოგი საკვებს ამზადებს ჯარისთვის, ზოგს კი მისი მიწოდება ფრონტის ხაზზე უწევს. ფრონტზე წავიდა ან ტერიტორიული თავდაცვის რიგებში ჩაეწერა ოდესის სარაგბო კლუბის მოთამაშეების უმეტესობაც. სარაგბო სპორტული კომპლექსი რუსეთ-უკრაინის ომის დროს კიდევ ერთ ფუნქციას ასრულებს. ის სტადიონთან მცხოვრებ მოსახლეობას თავშესაფარს სთავაზობს.

ოდესის ოპერატიულმა შტაბმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო გემებმა ყირიმისკენ გადაინაცვლეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთმა გადაიფიქრა შავი ზღვიდან ოდესის ოლქში დესანტის გადასხმა ჯერ უცნობია.

დღის ამბები