მარიუპოლის სამშობიაროში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაჭრილთა რაოდენობა 17-ია, მათ შორის არიან ქალები, ბავშვები და მედიცინის მუშაკები.
მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დაღუპვას სერგეი ლავროვმა უკრაინული მხარის მანიპულაცია უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მომხდარ ტრაგედიაზე უკრაინელი ნაციონალისტების დადანაშაულებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მალევე უპასუხა.
გამარჯვებამდე იმატებს საჰაერო თუ სახმელეთო იერიშის შედეგად განადგურებული ადგილების, დასახლებული პუნქტების რაოდენობა. ყველაზე რთული მდგომარეობა მარიუპოლშია, ქალაქი მიწასთან არის გასწორებული. გადარჩენის ერთ-ერთი შანსი თანამოქალაქის ან შემხვედრი ჯარისკაცის დახმარებაა. ერთმანეთის დახმარებით გამოიყვანეს დაბომბილი სამშობიაროდან ორსული ქალებიც.
მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ჰუმანიტარული დერეფნების გაკეთებაა, რაც ანტალიაში გამართულ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კონკრეტულ შეთანხმებამდე მისვლა ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა.
მარიუპოლზე განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა თეთრი სახლიც, საპორტო ქალაქზე სხვა არაერთმა ოფიციალურმა პირმა გააკეთა კომენტარი და ვიდრე პოლიტიკოსები, დიპლომატები და ქვეყნების პირველი პირები აღშფოთებას გამოთქვამენ. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულებისთვის მარიუპოლში მხოლოდ ერთი საერთო თხრილი არსებობს.