27 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ზელენსკის თანაგუნდელი, რომელიც დედოფლისწყაროში დაიბადა - ვინ არის ოლექსეი არესტოვიჩი

უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს, პრეზიდენტ ზელენსკის გუნდი, რომელსაც პოპულარობა არც აქამდე აკლდა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. დავით არახამიას, მიხაილო პოდოლიაკის, ოლექსეი არესტოვიჩის სახელები მსოფლიო თუ ქართულ მედიაში ყოველდღიურად ისმის.

ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ თავდაპირველად აფხაზეთიდან დევნილი, გაგრაში დაბადებული დავით არახამია მოექცა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოშია დაბადებული ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი თანაგუნდელიც - ოლექსეი არესტოვიჩი.

ოლექსეი მიკოლას ძე არესტოვიჩი - უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, სამხედრო, მსახიობი, ბლოგერი, სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსი.  დაიბადა 1975 წლის 3 აგვისტოს დედოფლისწყაროში, სამხედრო დასახლებაში.

მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მისი მამა - მიკოლა არესტოვიჩი  თავდაცვის უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. არესტოვიჩი ბელარუსული და პოლონური წარმომავლობისაა.  ოლექსეის დაბადებიდან მალევე, მისი ოჯახი უკრაინაში დაბრუნდა. მან სკოლა კიევში დაამთავრა, შემ­დეგ კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. ოლექსეი არესტოვიჩმა სამსახიობო კარიერა 1993 წელს დაიწყო, თამაშობდა კიევის თეატრის სტუდიაში "შავი მოედანი".

ასევე, სწავლობდა თეოლოგიას კიევის წმინდა თომა აკვინელის ინსტიტუტში.

დაამთავრა ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტი, აქვს სამხედრო თარჯიმნის დიპლომი.

არის აქტიური ბლოგერი, ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავს "ფეისბუქზე" და 300 ათასზე მეტი "იუთუბზე".

დღის ამბები