27 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
მამა-შვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით გიორგი მარგველაშვილის სიძე დააკავეს

"რუსთავი 2-სთვის" ცნობილი გახდა, რომ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე დააკავეს. 

თვითმხილველების თქმით, ინციდენტი მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. მათი გადმოცემით, ყიფშიძეს კონფლიქტი იქვე მცხოვრებ მამა-შვილთან პარკირების გამო მოუხდა, სიტყვიერი შელაპარაკება კი ფიზიკურ თავდასხმაში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, ყიფშიძეს თან ჰქონდა დანა, რითაც მამა-შვილს ჭრილობები მიაყენა და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა. 

საბოლოოდ მამა-შვილმა თავდამსხმელის მოგერიება შეძლეს. ადგილზე პოლიციის გამოძახებამდე სოსო ყიფშიძე მიიმალა, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სამართალდამცველებმა მისი დაკავება მალევე მოახერხეს.  

ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ექსპრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც.

ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა და წინასწარი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსაც მიმართა. 

დღის ამბები