27 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრისას საუბარი საქართველოს 2008 წლის მოვლენებსაც შეეხო

ნათელი იყო, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ არ გაჩერდებოდა - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა კამალა ჰარისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"როდესაც მე გავხდი პოლონეთის პრეზიდენტი - 2015-ში მე შესანიშნავად ვიცოდი რუსეთის აგრესიის შესახებ, როგორც პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საუბრობდა 2008 წლის საქართველოს მოვლენებზე, რომ ის არ გაჩერდება მხოლოდ საქართველოს თავდასხმაზე. მე ვიცოდი, რომ ეს იმპერიალისტური მადა გაიზრდებოდა თუ მსოფლიოს ამაზე რეაგირება არ ექნება, თუ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არ ადგება და არ წარმოადგენს მკაცრ პოზიციას, მაშინ ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მეტ თავდასხმას რუსეთისგან. ოდნავ მოგვიანებით ჩემი ქვეყანაც გახდებოდა მსხვერპლი.

სიტუაცია ძალიან რთულია, რადგან ყველა ვამბობთ, რომ უკრაინაში ბრძოლა მიმდინარეობს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და გადარჩენისთვის და ყველა ჩვენგანი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს მთელი ძალით, რაც შეგვიძლია. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პასუხისმგებლიანი წევრი, რომელსაც არ უნდა ნატოს რთული სიტუაცია შეუქმნას. ასევე ჩვენ გვსურდა და გვსურს ვიპოვოთ მხარდაჭერის გზები უკრაინისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ ფორმულირება განცხადების, სადაც საუბარია პოლონეთის სამხედრო დახმარებაზე უკრაინისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს თვითმფრინავები ნატოს განკარგულებაში გადაგვეყვანა. ჩვენ ნათლად აღვნიშნეთ, რომ სიცარიელის შესავსებად დონაციისთვის ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ სხვა რამ მათ ჩასანაცვლებლად. ჩვენ გვჭირდება ნატო როგორც ერთიანი საერთოდ გადაწყვეტილების მისაღებად, რათა პოლონეთი დარჩეს სანდო წევრად. არა ისე როგორც ქვეყანა რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თავად იღებს, რომელიც გავლენას ახდენს ნატოს ყველა წევრის უსაფრთხოებაზე," - აღნიშნა ანჟეი დუდამ.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. კამალა ჰარისი ანჯეი დუდას შეხვდა. შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

ჰარისმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ ამერიკა უკრაინის მხარეს დგას და არ შეწყვეტს დახმარებას მანამ, სანამ ამის საჭიროება არსებობს. ანჯეი დუდამ კი უკრაინის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ პოლონეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, შესაბამისად მათ ისე უნდა იმოქმედონ რომ ჩრდილო ატლან​ტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები საფრთხის ქვეშ არ ჩააყენონ.

"მინდა ვიყო მკაფიო. ამერიკის შეერთებული შტატები და პოლონეთი ერთიანია იმაში, რაც გაგვიკეთებია და რისი გაკეთებისთვისაც მზად ვართ რომ დავეხმაროთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. როგორც იცით ჩვენ მივეცით სამხედრო, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარება და ეს არის მიმდინარე პროცესი. კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება 13 მილიარდი დოლარის უკრაინისთვის გადაცემაზე. ასევე გასულ კვირას 240 მილიონი დოლარის უსაფრთხოების დახმარება გავეცით. შემიძლია გითხრათ, რომ საკითხი რომელიც დგას უკრაინელი ხალხის, ჩვენი მოკავშირეების წინაშე აღმოსავლეთ ფლანგზე, არის ის, რაც ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენ უნდა ვიყოთ სწრაფი დახმარების გაწევაში. ჩვენი დახმარება გულისხმობს ანტისატანკო და თავდაცვით სისტემებს რაც მიმდინარე პროცესია. ეს არ შეწყდება სანამ არსებობს საჭიროება," - განაცხადა კამალა ჰარისმა.

დღის ამბები