27 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
რეფორმების ჯგუფი პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს

რეფორმების ჯგუფი პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს. დეპუტატები აცხადებენ, რომ სუს-ის ხელმძღვანელთან 3 ძირითადი კითხვა აქვთ - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რუსული პროპაგანდა და რუსეთის ფედერაციიდან შემოსული მოქალაქეების საკითხი. ოპოზიციას შეხვედრა დახურულ ფორმატში სურს.

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ საკითხს რეგლამენტი არეგულირებს.

"ქვეყანას აქვს საფრთხეები და ამისთვის არსებობს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი და ამისთვის არსებობენ შესაბამისი სამსახურები. ამიტომ, საქმიან დღის წესრიგს ვთავაზობთ უმრავლესობას და ვითხოვთ, რომ დახურულ ფორმატში მოხდეს განხილვა იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ყველამ ერთად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის," - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია. 

"რეფორმების ჯგუფის" წევრის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ უპასუხა. 

"სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოსვლის და კონსულტაციების პრობლემა არ არსებობს. არსებობს ერთი პრობლემა, საგანგებოდ მნიშვნელოვანი პრობლემა, როდესაც ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ნებისმიერი გამოჩენა პარლამენტში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც გადააქციონ გარკვეულ პოლიტიკურ შოუდ,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.  

დღის ამბები