პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან დასრულდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა ანგარიში გააცნო იმ საიდუმლო ოპერაციებზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყებამ განახორციელა.
კონკრეტულად, საუბარია საიდუმლო შესყიდვებსა და საიდუმლო პროგრამებზე. განხილვის თემა იყო, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. გარდა ამისა, რეგიონში მიმდინარე პროცესების კონტექსტში ითქვა, რომ საფრთხე, რაც იყო იგივეა, თუმცა, ახლა გამძაფრებულია რადგან რეგიონში ომია. მინისტრის განმარტებით, საფრთხეების კლასიფიკაცია არ შეცვლილა, შეიცვალა ინტენსივობა.