27 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
თუ ასე გაგრძელდება, თქვენ ნახავთ, რომ დასავლეთი დახურავს ცას მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Sky News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მხოლოდ მის ქვეყანას არ შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ომის შეჩერება და ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ ახლავე, ვიდრე გვიანი არ არის.

"ამ ყველაფერს ჩვენ მარტო ვერ შევაჩერებთ, მოვახერხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო გაერთიანდება უკრაინის ირგვლივ. თუ ნაციზმის და ამ ტერორის წინააღმდეგ ერთიანი ხართ, ცა უნდა დახუროთ, ნუ დაელოდებით ჩემგან რამდენჯერმე, მილიონჯერ თხოვნას, დახურეთ ცა. ვისთვის იქნება უარესი ცის დაკეტვა? ჩვენი ოჯახებისთვის? არა. ვისთვის, მათთვის? არა. ვინ იცის? არავინ იცის. ახლა დაზუსტებით ის ვიცით, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მომავალში ძალიან გვიანი იქნება. მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდება, თქვენ ნახავთ, რომ ისინი დახურავენ ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავ," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები