27 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
1 970 ახალი შემთხვევა, 29 გარდაცვლილი - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 405 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17.68% ხოლო 7 დღის მანძილზე - 15.09%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, გარდაიცვალა 29 ახალი ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა.

 

დღის ამბები