დიდი ბრიტანეთი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან. სატელეფონო საუბრის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერი წერს, რომ რუსეთს მაქსიმალურ ეკონომიკურ ხარჯს დაუწესებს და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს.
რამდენიმე საათის წინ სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის. სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, რომ მხარეებმა უკრაინისთვის დამატებითი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით დახმარებაზე ისაუბრეს. ბლინკენმა და კულებამ პუტინის დაწყებული ომის შესაჩერებლად მიმდინარე დიპლომატიური გზებიც განიხილეს.