27 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს - თეთრი სახლის პრესსპიკერი

რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი აცხადებს.

ფსაკიმ მოსკოვის მიერ ქიმიური ლაბორატორიების შესახებ ბრალდებებს უპასუხა.

"ახლა, როდესაც რუსეთს ცრუ ბრალდებები აქვს, ჩინეთი კი მხარს უჭერს მის პროპაგანდას, ყველამ თვალი უნდა ვადევნოთ რუსეთს, რადგან შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი ან შექმნას "ცრუ დროშის" ოპერაცია მათი გამოყენებით,"- წერია თეთრი სახლის სპიკერის "ტვიტში".

დღის ამბები