27 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება" - ამერიკელი მკვლევარის სტატია The Hill-ში

"მიეცით საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება" - ამ სახელწოდებით დაიბეჭდა სტატია ამერიკული გამოცემა The Hill-ში.

პუბლიკაციის ავტორი, მკვლევარი ბროკ ბირმანი, ამერიკისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით ორივე მხარისთვის დადებით შედეგებს უსვამს ხაზს და ამ თემაზე დავით ზალკალიანთან გამართულ საუბარს იხსენებს.

"ცოტა ხნის წინ მქონდა კომუნიკაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, რომელმაც მითხრა, რომ პოტენციალი საკმაოდ დიდია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მყისიერად გაზრდის აშშ-ის რბილ ძალას საქართველოს საზღვრებს მიღმა, შესაძლებელს გახდის სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ზრდის თავიდან აცილებას, გააძლიერებს ეკონომიკას," - ამბობს ბროკ ბირმანი.

დღის ამბები