27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
უკრაინა-რუსეთის ომსა და მის შედეგებზე სასაუბროდ ევროპელი ლიდერები ვერსალის სასახლეში დღეს შეიკრიბებიან

უკრაინა-რუსეთის ომსა და მის შედეგებზე სასაუბროდ ევროპელი ლიდერები ვერსალის სასახლეში დღეს შეიკრიბებიან. ევროკავშირის არაფორმალური სამიტი შარლ მიშელმა მოიწვია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წერილში ნათქვამია, რომ 2 დღიანი შეხვედრების დროს ევროპული სახელმწიფოს მეთაურები ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და რუსულ ბუნებრივ რესურსებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაზე ისაუბრებენ.

სამიტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და ევროჯგუფის თავმჯდომარეც დაესწრებიან.

დღის ამბები