27 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
Мир-ის სისტემა საქართველოსთან არანაირ კავშირში არაა - ფინანსთა მინისტრი

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ვეღარ სარგებლობენ Visa და Mastercard-ის​ ბარათებით, თუმცა სარგებლობენ რუსული გადახდის სისტემის Мир-ით. აქვს თუ არა შეხება ამ სისტემას საქართველოს საფინანსო სისტემასთან, ამ თემაზე ფინანსთა მინისტრმა "კურიერის" საგანგებო გამოშვების ეთერში ისაუბრა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ეს სისტემა რამენაირად შესაძლოა დაუკავშირდეს საქართველოს საფინანსო სისტემას სიმართლეს არ შეესაბამება.

"აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ეროვნულმა ბანკმაც ამის შესახებ გააკეთა განცხადება, Мир-ის სისტემა საქართველოსთან არანაირ კავშირში არაა. ის საქართველოში მოქმედი არაა. არცერთი საფინანსო ინსტიტუტი აღნიშნულ სისტემაზე არაა მიერთებული და არ იყენებს," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები