დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსი აგრესორების მიერ უკრაინაში, მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის ფაქტს გამოეხმაურა. ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინის ავიადარტყმებისგან დასაცავად დიდი ბრიტანეთი დამატებით შესაძლებლობებს განიხილავს.
"ცოტა რამ შეიძლება იყოს უფრო საზიზღარი ვიდრე მოწყვლადებისა და დაუცველების მიზანში ამოღება.
დიდი ბრიტანეთი განიხილავს შესაძლებლობებს, რათა უკრაინა ავიადარტყმებისგან იქნას დაცული და ჩვენ პუტინს პასუხს ვაგებინებთ მისი საშინელი დანაშაულებისთვის," - წერს ბორის ჯონსონი ტვიტერზე.