27 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ამ ეტაპზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი საფრთხეების კერები არ არსებობს - გიორგი საბედაშვილი

უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ამაზე "კურიერთან" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი საფრთხეების კერები არ არსებობს:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჯიმში აქტიურად განიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ამ წუთას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს გამოწვევების აქტიური კერები. ეს საკითხი ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩართული და წარმოდგენილია საოკუპაციო ხაზზე. მუდმივად ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ჟენევის თანათავმჯდომარეებთან მუდმივად მიმდინარეობს კომუნიკაცია.

გრძელვადიან პერსპექტივაში მზად ვართ და ვუყურებთ თუ როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხეების კერები,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი

დღის ამბები