27 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ანალიტიკოსებს ლართან დაკავშირებით დამაიმედებელი პროგნოზები აქვთ - რა მიაჩნიათ ეროვნული ვალუტის სამომავლო სტაბილურობის გარანტად ხელისუფლებაში

ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ლარზე უკრაინაში მიმდინარე ომმა იმოქმედა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ქართული ლარის დევალვაცია, რომ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება ეს ეკონომიკის მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. ლევან დავითაშვილი ვალუტის გაუფასურებას, შოკის ფაქტორთან ერთად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ფონსაც უკავშირებს. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგშია და პროგრესირებს.

ექსპორტის 40 პროცენტიანი ზრდა, ტურიზმისგან შემოსულობების მატება და საერთაშორისო გზავნილების პოზიტიური ბალანსი - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომელსაც ლარის სამომავლო სტაბილურობის გარანტად ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს. ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მოლოდინების პირველი ტალღის შემდეგ კურსი კვლავ სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდება.

სავალუტო რყევებთან დაკავშირებით თითქმის იდენტური ახსნა აქვთ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაში. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკას გამოწვევებთან გამკლავების უნარი შესწევს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ნეგატიური მოლოდინების დროული განეიტრალება შეძლოს.

ლართან დაკავშირებით დამაიმედებელი პროგნოზები აქვთ თიბისი კაპიტალში. საბროკერო კომპანიის ანალიტიკოსების აზრით ვალუტამ გაუფასურების პიკს უკვე მიაღწია. შესაბამისად მათი აზრით, უახლოეს დღეებში კურსის გამყარებას უნდა ველოდეთ.

უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ლარის კურსი ბოლო დღეებია დევალვაციას განიცდის, თუმცა მისი დასტაბილურებისთვის სავალუტო რეზერვებიდან ინტერვენციის საჭიროება ჯერჯერობით არ დამდგარა.

დღის ამბები