სარეიტინგო სააგენტომ Fitch-ი, რუსეთის საკრედიტო რეიტინგი კიდევ 6 პუნქტით, B-დან C-მდე დაწია, რაც ნიშნავს, რომ დეფოლტი გარდაუვალია და რუსეთი თავის ვალებს ვეღარ მოემსახურება.
მსხვილი ფინანსური კონგლომერატის "მორგან სთენლის" პროგნოზით რუსეთმა დეფოლტი შესაძლოა უკვე მომავალ თვეში გამოაცხადოს. სახელდება ზუსტი თარიღიც 15 აპრილი.
რუსეთს ტოტალური უმუშევრობაც ელის - "კოკა-კოლა", "პეპსი", "მაკდონალდსი", "სტარბაქსი" - რუსეთი გიგანტებმაც დატოვეს. ბოლო 2 კვირაში რუსეთიდან უკვე 250-მდე უცხოური კომპანია გავიდა. მხოლოდ მაკდონალდსის ქსელში მთელი რუსეთის მასშტაბით 62 ათასი ადამიანი მუშაობს.
ანალიტიკოსები პუტინის რუსეთს უკვე ვენესუელას ადარებენ.
ახლა ჯერი კრიპტოვალუტაზეა. შეერთებული შტატები უკვე მუშაობს ვარიანტებზე, რომლითაც რუსეთის ფედერაციას კრიპტოვალუტაზე წვდომა შეეზღუდება.