27 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ბავშვები ფრონტის ხაზიდან - მცირეწლოვნები და მოხუცები, რომლებიც ომის სისატიკეს ვერ გადაურჩნენ

პოლონეთის საზღვრისკენ მიმავალი ატირებული ჭრელ ქურთუკში გამოწყობილი ბიჭი, უკვე მშობლებთან ერთადაა. უკრაინიდან პოლონეთის საზღვრამდე დიდი და რთული გზა გაიარა. ცოტა ხნით მშობლებს ჩამორჩა და დაიკარგა. 4 წლის ვალერის მთელი სოციალური ქსელი გულშემატკივრობდა. 

ბიჭი ზაპოროჟიადან, მრავალშვილიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ყველაზე უფროსი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, დედამ ის უკრაინიდან პოლონეთის საზღვრამდე მარტო გაუშვა. თვითონ კი ლოგინად ჩავარდნილ მშობელს, ახლაც უვლის. 11 წლის ბიჭზე პოლონელი მოხალისეები ზრუნავენ. ქურთუკში დამალული წერილი, ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომერი - მას მთელი მსოფლიო ასე იცნობს - "ბიჭუნა ზაპოროჟიადან".

ზრუნვა და უსაფრთხო ადგილი კიდევ ასობით მცირეწლოვანს სჭირდება. 

მათ ვინც იძულებით დატოვეს სამშობლო, ყველზე ახლოს, საზღვართან მივიდნენ. კილომეტრიან რიგებში, ქალები, ბავშვები და მოხუცები უკვე 2 კვირაა დგანან. მათ საჭმელი, ტანსაცმელი და სათამაშოები საერთო აქვთ. 

ისინი, ვინც სამშობლოს დატოვება ვერ შეძლეს, თავშესაფრებს აფარებენ თავს. "ბუნკერში" ასობით ადამიანია. ზოგი სიმღერით ცდილობს ბომბების ხმის გადაფარვას. ზოგიც ემოციებს ვერ იკავებს.

სანამ უკრაინელები თავშესაფარს აფარებენ თავს, სანამ ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე იბრძვიან, მანამდე მათ გასამხნევებლად, კიევის მთავარ მოედანზე კლასიკური ორკესტრი უკრავს. სანამ სირენის ხმა გაისმება და მოახლოებული საფრთხის შესახებ ხალხს გააფთხილებენ, მანამდე კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, უკრაინის ჰიმნი ჟღერს, ნიშნად იმისა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

დღის ამბები