27 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
იყენებენ თუ არა რუსული გადახდის სისტემა Мир-ს ქართული კომპანიები - რას პასუხობენ ენმ-ს თავმჯდომარის ბრალდებებს უმრავლესობაში 

"აირზენა - რუსული ავიახაზები" - ამ შეძახილით Georgian Airways-ის ოფისთან დღს საპროტესტო აქცია გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ კომპანიის საიტზე, გადახდის სისტემაში რუსული "მირ-ის" გამოჩენა გააპროტესტა. 

ქართულ ავიაკომპანიოაში განმარტება დღის ბოლოს გაკეთდა, Georgian Airways-ში თქვეს, რომ ავიაბილეთების გაყიდვა იმ უკრაინელი პარტნიორი კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, რომელთანაც  ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

Georgian Airways-ის გადახდის სისტემაში რუსული "მირ"-ის გამოჩენა პოლიტიკური განცხადების მიზეზი გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკითხს დღეს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა და თქვა, რომ "მირის" სისტემაში ჩართვას ავიაკომპანია ხელისუფლების ნების გარეშე ვერ შეძლებდა.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, მმართველი გუნდიდან უპასუხეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს "მირის" სისტემაში ჩართვის შესახებ გაკეთებული განცხადებები, პოლიტიკური სპეკულაციაა.

"მირის" სისტემასთან მიერთების ინიციტივით დღეს ბიუროს სხდომაზე ევროპელი სოციალისტები გამოვიდნენ, პირველი განცხადებები ამ თემაზე სწორედ პარლამენტში გაკეთდა.

საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს - უმრავლესობამ ოპონენტებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საქართველო რუსულ საგადასახადო სისტემა მირთან არ თანამშრომლობს.

"მირ-ი" რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, საქართველო კი არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც "მირ-ი" გამოიყენება. სწორედ ამაზეა საუბარი ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესო სისტემები "მირ"-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.

დღის ამბები