27 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ხელოვნური დეფიციტი თუ შიში - რატომ დაცარიელდა სასურსათო მაღაზიების დახლები 

ბოლო ორი დღეა, საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა - დილიდან მოქალაქეებმა შაქარის, ფქვილისა და მარილის მომარაგება დაიწყეს. უკრაინის ომიდან გამომდინარე, მოლოდინი გაჩნდა, რომ შესაძლოა ქვეყანაში სურსათის შემოტანა გართულდეს.

პირველადი მოხმარების პროდუქტებზე რომ დეფიციტი არ აქვთ - ეს დიდ სასურსათო ქსელებში განმარტეს. გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა ძირითადად 3 დასახელების პროდუქტზეა გაზრდილი, კომპანიებმა წინასწარი თადარიგი დაიჭირეს და ერთ მომხმარებელზე დღეს მხოლოდ 2 შეფუთვა შაქრის შეძენის ნება დართეს.

ყველაზე დიდი სასურსათო პროდუქტების საწყობი, რომლიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს და საიდანაც ყველა დასახელების პროდუქტი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში ნაწილდება, დღეს  სავსეა. "კურიერის" რესპოდენტი ამბობს, რომ იმპორტის პრობლემა ქვეყანას არ აქვს და დეფიციტი არ იქნება, რადგან პროდუქტების ძირითადი ნაწილი თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის.

პროდუქტების დეფიციტის საფრთხეებს ვერც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ხედავს. ივა ჭყონია მოსახლეობას მოუწოედბს ხელოვნურად ნუ შექმნიან პროდუქტებზე დეფიციტს, რადგან ბაზარზე სტაბილური ვითარებაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტების სტაბილური მიწოდება შენარჩუნდეს.

დღეს, უწყებაში მსხვილი სავაჭრო ქსელების და საქართველოში სურსათის იმპორტის განმახორციელებელ კომპანიებს შეხვდნენ. მინისტრმა ბიზნესს მოუწოდა სურსათზე ფასები უსაფუძვლოდ არ გაზარდონ.

დღის ამბები