ქალაქი მიკოლაევი კვლავ რუსული ჭურვების სამიზნეა - რუსულმა არტილერიამ მიკოლაევის ოლქის სოფელ ოქტიაპსკაიას დაბომბვა, რომელთან ახლოსაც არცერთი სტრატეგიული სამხედრო ობიექტი არ მდებარეობს, იმ დროს დაიწყო, როდესაც მაცხოვრებლები სახლებში იმყოფებოდნენ. სოფელში 15 სახლი დაზიანდა და ათამდე ადგილობრივი დაიჭრა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელთა სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.
მიკოლაევის ოლქში, დასახლებული პუნქტები თითქმის ყოველ დღე იბომბება. ბოლო თავდასხმას საპორტო ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში 16 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამს, მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.
ქალაქის მერი, რომელმაც 24 თებერვლის შემდეგ, ქალაქის მერმა ფაქსიმილია ავტომატში გაცვალა და საკუთარი კაბინეტი შტაბად აქცია, ამბობს, რომ მიუხედავად დაზიანებებისა, ქალაქში ცხოვრება გრძელდება.
ქალაქ მიკოლაევის რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე მეცამეტე დღეა უტევენ. თავდასხმის შედეგად მიკოლაეველები ყოველდღიურად იღუპებიან, მათი გადარჩენის ერთადერთი გზა, ნიკოლაევი-ოდესას ავტომაგისტრალია.
სწორედ ამ გზით შედის მიკოლაევში ჰუმანიტარული დახმარებაც, რომლიც შემდეგ ქალაქის ყველა უბანში ნაწილდება. პროცესში წითელი ჯვარიც მონაწილეობს.
ყველა პროცესს ქალაქში პირადად აკოტროლებს მსოფლიო მედიისთვის უკვე ლეგენდად ქცეული მიკოლაევის ოლქის გუბერნატორი. მან დღეს სპეციალურად "რუსთავი 2-თან" ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპირებს სამი მხრიდან ალყაშემორტყმული ქალაქის დაცვას და რა აძლევს ვიტალი კიმის იმის თქმის საფუძველს, რომ ის უკრაინელ მებრძოლებთან ერთად ქალაქის შენარჩუნებას შეძლებს.
"ოკუპანტების მთავარი დავალებაა, ყველაფრის ფასად აიღონ ქალაქი. რუსეთი ცდილობს გამაგრდეს ქალაქის შემოგარენში, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ ვაძლევთ. პერიოდულად მტერი გადაჯგუფების პროცესშია, ისინი დასუსტებულები არიან, აღარ აქვთ საომარი განწყობა. ასევ არ აქვთ საწვავი და საომარი მასალა, ჩვენ მათზე ვნადირობთ. ჩვენი ქალაქი ამ ყველაფერს გაუძლებს. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, ძლიერები ვართ, მით უმეტეს, როდესაც ჩვენს მიწაზე ვიმყოფებით, ყოველთვის მართლები ვართ,"- აცხადებს მიკოლაევის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი.