უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლში სამშობიაროზე განხორციელებულ ავიაიერიშს გამოეხმაურა:
"მარიუპოლი. რუსეთის სამხედრო ძალებმა პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე განახორციელეს. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი. ბავშვებიც ნანგრევებში არიან. ეს სიმხეცეა," - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ტელეგრამ-არხზე. ვოლოდიმირ ზელენსკი კითხულობს, კიდევ რამდენი ხანი იქნება მსოფლიო ტერორის იგნორირებით, მისი თანამონაწილე.
"დაუყოვნებლივ ჩაკეტეთ ცა, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ მკვლელობები, თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანობას კარგავთ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.