27 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
რატომ განხორციელდა 6 სართულიანი სასტუმროს ბოლო სართულის დემონტაჟი - თბილისის მერის განმარტება 

ყველ შენობა ნაგებობა რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ეწინააღმდეგება ურბანულ განვითარებას, არ აშენდება ან მოხდება მისი დემონტაჟი - ეს განცხადება დრეს მთავრობის სხდომაზე თბილისი მერმა გააკეთა,კახი კალაძემ კონკრეტულ ობიექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც თბილისი ძველ უბანში მდებარეობს.

6 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, როდესაც კომპანიას ბოლო სართულის დაშლა მოუხდა.

6 სართულს პროექტი არ ითვალისწინებდა, ამახინჯებდა ისტორიული უბნის იერსახეს და ურბანულ განვითარებისასაც ეწინააღმდეგებოდა.

ეს ის შემთხვევა როდესაც კომპანია მერიის გადაწყვეტილებას დაეთანხმა და მზად არის დემონტაჟი თავად განახორციელოს. 2 კვირაში 6 სართულიანი სასტუმროს ბოლო სართული მთიანად უნდა მოიხსნას.

ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან სასტუმროს მშენებლობას და მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებს დღეს თბილისი მერიც გამოეხმაურა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე ის მიზეზები განმარტა რის გამოც კომპანიამ ოფიციალური ნებართვა ვერ მიიღო.

სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე კომპანიისა და შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, საკრებულოს დეპუტატების განმარტებით ყველა მსგავსი შენობა ნაგებობის მშენებლობა, რომელიც დედაქალაქის იერსახეს ამახინჯებს, შეჩერებულია ან ობიექტზე სადემონტაჟო სამუშაოებია დაწყებული.

ბარათაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, კომპანიამ პროექტზე ნებართვა 2009 წელს მიიღო, გასულ წელს კი უკანონო დაშენების გამო მერიამ მშენებლობა შეაჩერა.

დღის ამბები