27 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ყიდის თუ არა "აირზენა" ავიაბილეთებს რუსული "მირ-ის" საბარათე სისტემით - რას პასუხობენ Georgian Airways-ში ენმ-ს

"აირზენა - რუსული ავიახაზები" - ამ შეძახილით Georgian Airways-ის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ კომპანიის საიტზე, გადახდის სისტემაში რუსული "მირ-ის" გამოჩენა გააპროტესტა. საპასუხო კომენტარი გაკეთდა კომპანიაშიც.

Georgian Airways- ის იურისტის დავით კვარაცხელიას განმარტებით, ხელშეკრულება აქვთ დადებული კომპანია ვებ-ტექ-სქაისთან, რომელიც ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემაა და თანამშრომლობს როგორც "ვიზასთან" და "მასტერქარდთან", ასევე რუსულ "მირ-თან" დაკავშირებით იურისტმა აღნიშნა, რომ ბილეთები არასდროს გაყიდულა ამ საბარათე სისტემით. 

"Georgian Airways-ის არასდროს არ გაუყიდია არცერთი ბილეთი საბარათე სისტემა "მირ ის" საშუალებით. ვინაიდან ჩვენ ბილეთების გაყიდვას ვახორციელებთ საქართველოს ბანკის მეშვეობით თეორიული შანსიც კი არ არის, რომ "მირ-ით" გაიყიდოს ბილეთი,"- აცხადებს იურისტი.  

დღის ამბები