27 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
კულება ლავროვს ხვალ შეხვდება - რა სამი ძირითადი მოთხოვნა ექნება უკრაინას რუსეთთან 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალ შეხვდება.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთთან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს, ესენია: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარის გაყვანა და  ჰუმანიტარული საკითხების უპირობო გადაწყვეტა.

"ვემზადები მოლაპარაკებებისთვის ჩემს რუს კოლეგასთან, მინისტრ სერგეი ლავროვთან. შეხვედრა ხვალ გაიმართება. ამ პროცესამდე კიევი სერიოზულ სამუშაოს აკეთებს მოლაპარაკებების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინები მოლაპარაკებებიდან თავშეკავებულია, მათზე დიდ იმედებს არ ვამყარებ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მოლაპარაკებებიდან უკრაინას სამი პუნქტიანი ინტერესი აქვს. ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტის ჯარებისაგან განთავისუფლება, ჰუმანიტარული საკითხების უპირობო გადაწყვეტა, უფრო სწორედ, რუსული არმიის მიერ უკრაინაში შექმნილი კატასტროფა. ქვეყნის თავდაცვის ძალების გმირობის, პრეზიდენტის მტკიცე პოზიციისა და პარტნიორების კონსოლიდაციის წყალობით, თურქეთში ძლიერი პოზიციით მივდივარ. ჩვენ ძლიერები ვართ, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. მაქსიმუმს გამოვიყენებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. რას მივიღებთ შედეგად, ეს სხვა საკითხია.

ვიმედოვნებს, რომ ლავროვი მოლაპარაკებებზე მოვა კეთილსინდისიერად და არა პროპაგანდისტული ინსტრუქციებით, დირექტივებით და კრემლის პერსპექტივით, მხარი დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ ომს. წარმატებებს ვუსურვებ ჩემი გუნდის წევრებს. მადლობელი ვიქნებით ამ მორალური მხარდაჭერისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს მოლაპარაკებები, ჩვენ ამას ღირსეულად გავივლით. იმიტომ რომ უკრაინელები ვართ. დიდება უკრაინას!" - აცხადებს კულება. 

დღის ამბები