27 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩაზე ნებართვის გარეშე აშენებული შენობის დემონტაჟს ახორციელებს

თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩაზე ნებართვის გარეშე აშენებული შენობის დემონტაჟის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დემონტაჟის სამუშაოებს 2 კვირა დასჭირდება და პროექტი მიიღებს შესაბამის სახეს.

"მიმდინარეობს ზედა სართულის სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც შეთანხმების გარეშე განხორციელდა. ეს პროექტით არ იყო შეთანხმებული, თუმცა დააშენეს ზედა სართული. დაიწყო ამის დემონტაჟი, 2 კვირა დასჭირდება სადემონტაჟო სამუშაოებს და რა თქმა უნდა, პროექტი მიიღებს ნორმალურ სახეს,"-აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები