27 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო

აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე ვერდიქტი ცნობილია. მოსამართლემ ოპოზიციონერი ლიდერი მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. 

"სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ რომელიმე მხარემ ერთმანეთი გალახა და შესაბამისად, თუ ვერ დააგინა, ბრალდებულის სასარგებლოდ გამოიტანა, ამას კონსტიტუცია მოითხოვს. აქ იმიტომ კი არ დავდიოდი, რომ ჩემი უდანაშაულობა დამემტკიცებინა, მე უდანაშაულო ვიყავი, აქ არის მთავარი საკითხი, რომ დამნაშავე არის გავაშელიშვილი," - ამბობს გიგი უგულავა. 

პროკურატურა განაჩენს ზედა ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

საუბარია 2019 წელს თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე. გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ.

დღის ამბები