პენტაგონი უარს ამბობს პოლონეთის მიერ სამხედრო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის გეგმაზე. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პოლონური მხარის შეთავაზება ლოჯისტიკურად პრობლემურია.
"ჩვენ გავაგრძელებთ პოლონეთთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციას ამ საკითხზე და იმ რთულ ლოჯისტიკურ გამოწვევებზე, რომლებსაც ის წარმოადგენს, თუმცა ჩვენ არ გვჯერა, რომ პოლონეთის შეთავაზება გონივრულია" - წერია პენტაგონის განცხადებაში.
პოლონეთმა გუშინ განაცხადა, რომ ის მზადაა, თავისი MiG-29 ტიპის ყველა გამანადგურებელი თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, ამერიკის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე განათავსოს და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს.
ამავე დროს, შეერთებული შტატები ნატოს მიმართ პოტენციურ საფრთხეებთან დაპირისპირებისთვის პოლონეთში "პატრიოტის" ტიპის ორ რაკეტას განათავსებს.