დასავლეთის სანქციების საპასუხო ქმედება. რუსეთი ქვეყნიდან გარკვეული პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტ-იმპორტს ზღუდავს. შესაბამისი ბრძანება ვლადიმერ პუტინმა უკვე გასცა. რუსული მედიის ცნობით, პროდუქტების სია მოგვიანებით განისაზღვრება. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობა ორი დღის განმავლობაში შეადგენს იმ ქვეყნების სიასაც, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება შეეხება.
პუტინის ახალ განკარგულებას წინ უსწრებდა ბაიდენის გადაწყვეტილება - ამერიკაში რუსეთიდან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ.