27 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
სუმიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, პოლტავაში ჩასულებს შორის 1100 უცხოელი სტუდენტია

სუმიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო აცხადებს.

"22 ავტობუსისგან შემდგარი პირველი კოლონა უკვე ჩავიდა პოლტავაში. 1100 უცხოელი სტუდენტის ევაკუაცია გრძელდება მატარებლით ლვოვში. მეორე საევაკუაციო კოლონა 39 ავტობუსისგან შემდგარი, უკვე პოლტავას რეგიონშია. მათში არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები, უცხოელი სტუდენტები. ადამიანებს შეეძლებათ დარჩენა პოლტავაში ან გააგრძელონ ევაკუაცია ლვოვში," - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ.

დღის ამბები