27 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ცხოვრების, სწავლის, მუშაობის უფლება და სამედიცინო დაზღვევა - რას სთავაზობს ევროკავშირი უკრაინელ ლტოლვილებს

ევროპარლამენტში დღეს უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირი თავისი ბიუჯეტიდან გამოყოფს 500 მილიონ ევროს, რომელიც უნდა მოხმარდეს ლტოლვილების საკითხების მოგვარებას.

გარდა ამისა, ამოქმედებულია დროებითი დაცვის მექანიზმი, ეს გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, ამ შემთხვევაში კი უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, ომის გამო ქვეყანა დაეტოვებინათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 3 წლის განმავლობაში ექნებათ, ამაში იგულისხმება, ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის უფლება, ასევე მათ ექნებათ სამედიცინო დაზღვევაც.

დღის ამბები