27 ნოემბერი 2024,   20:58
ვრცლად
წვიმა, თოვლი და ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება - როგორია უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოესი სამი დღის განმავლობაში უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ღამით ყინვაა მოსალოდნელი. ტემპერატურა -2-დან +12 გრადუსამდე იქნება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც. სინოპტიკოსები 10 მარტს ძლიერ წვიმას, 11 მარტს კი თოვლ-ჭყაპს ელოდებიან.

დედაქალაქში უახლოესი სამი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +1 დან +9 გრადუსამდე იქნება, შაბათს კი ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და შესაძლებელია მოთოვოს კიდეც.

რაც შეეხება 9 მარტს - სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს ქალაქებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ითოვებს ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და სტეფანწმინდაში.

ქალაქების მიხედვით, 9 მარტის ამინდის პროგნოზი ასეთია: 

გაგრა +7 - წვიმა

სოხუმი +10 - წვიმა

ზუგდიდი +10 - წვიმა

მესტია +2 - თოვლი

ფოთი +10 - წვიმა

ბათუმი +10 - წვიმა

ოზურგეთი +9 - წვიმა

ქუთაისი +10 - წვიმა

ამბროლაური +6 - წვიმა

ახალციხე +6 - წვიმა

ბორჯომი +2 - წვიმა

ბაკურიანი +1 - თოვლი

გორი +5 - წვიმა

ცხინვალი +4 - წვიმა

სტეფანწმინდა -1 - თოვლი

გუდაური -7 - თოვლი

თელავი +7 - წვიმა

რუსთავი + 9 - წვიმა

თბილისი +6 - წვიმა

 
დღის ამბები