27 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
უკრაინული 8 მარტი ფრონტის ხაზზე - ომის ისტორიას ბრძოლის ველზე 57 000-ზე მეტი ქალი წერს

უკრაინაში 8 მარტს ყვავილები ავტომატმა, დღესასწაულები კი ომმა ჩაანაცვლა. ქალებმა შვილები გახიზნეს, ხელში იარაღი აიღეს და ფრონტის წინა ხაზზე ქვეყნის დასაცავად წავიდნენ.

უკრაინელმა ქალებმა მთელ მსოფლიოს წარმოუდგენელი სიმამაცე უკვე აჩვენეს. უკან დახევას არავინ აპირებს. ამბობენ, რომ ოკუპანტების მიერ მოკლული ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და წართმეული მიწებისთვის შურს იძიებენ.

ქალები ძირითადად ქალაქის შესასვლელებთან არიან გამაგრებულები და რუსის ჯარს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან. ვისაც იარაღის გამოყენება არ შეუძლია, "მოლოტოვის კოქტეილებს" ესვრის ოკუპანტი ქვეყნის ჯარს.

ქალები და ხანდაზმულები გრძელ რიგებში დგანან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისთან, რომ  მოხალისეთა სიაში ჩაეწერონ. ომის ისტორიას ბრძოლის ველზე უკრაინაში 57 000-ზე მეტი ქალი წერს.

უკრაინაში ძალაში უკვე შევიდა თავდაცვის სამინისტროს ბრძანება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროფესიის ქალები სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე უნდა დადგნენ. ეს ვალდებულება ეხება 35 სპეციალიზაციისა და ასობით პროფესიის ქალს, მათ შორის მენეჯერებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ჟურნალისტებს, იურისტებს, მზარეულებს, ფარმაცევტებსა და მუსიკოსებს, დაწყებითი კლასების მასწავლებლების, მონაზვნებისა და ღამის კლუბებში მოცეკვავეების გარდა.

დღის ამბები