ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. უკრაინაში მიმდინარე ომს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარებაც დაემატა, შედეგად კი 1 დოლარი 3.40 ლარი გახდა.
ეკონომიკის მინისტრს მიაჩნია, რომ ქვეყნის მაკროეკონიმიკური პარამეტრები არ გაუარესებულა, ვალუტის გაუფასურება კი ომიდან მიღებული შოკის ბრალია. მინისტრი განმარტავს, რომ დადებითი მაჩვენებელია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიდანაც.
ის, რომ ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია, ადასტურებენ კერძო საფინანსო ინსტიტუტებიც, თუმცა ფინანსისტებს მიაჩნიათ, რომ პიკიდან ეროვნული ვალუტა მალე დაეშვება და კვლავ სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდება.