27 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ბაიდენის გამოსვლის პირველივე წუთებში ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა - აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის და გაზის იმპორტი აკრძალა. იმავეს გეგმავს დიდი ბრიტანეთი. ევროკავშირში კი უკვე მზადაა ენერგეტიკული საგზაო რუკა, რომლითაც ევროპამ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

ანალიტიკოსები უკვე წერენ, რომ ემბარგო, რომელიც დღეს დაწესდა, რუსეთში სერიოზულ ინფლაციას გამოიწვევს. რუბლის 30 პროცენტიანი ვარდნა კი უკვე ქვეყნის დეფოლტის ტოლფასია.

"ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში" - აშშ-ის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა და და ყველას მოუწოდა, უარი თქვას რუსულ ენერგორესურსებზე.

დასავლეთი აცნობიერებს, რომ მას ამისთვის ძვირი ფასის გადახდა მოუწევს, თუმცა ამ რადიკალურ ნაბიჯზე მაინც მიდის.

ბაიდენის გამოსვლის პირველივე წუთებში ნავთობის ფასმა 5 პროცენტით მოიმატა და ბარელმა 130 დოლარი შეადგინა. ამ დრომდე ვეროპის საჭიროების 40 პროცენტს უზრუნველყოფდა რუსეთი.


დღის ამბები