პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში საზღვრებთან მობილიზებული ჯარების 100% უკვე შეიყვანა. ამერიკული დაზვერვა ჯერჯერობით ვერ ხედავს, რომ მოსკოვი დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს, თუმცა თავად პენტაგონი მოკავშირეების დასაცავად ევროპის შეიარაღებულ ძალებს აძლიერებს.
ამ დროისთვის ამერიკული შეიარაღებული ძალების რიცხვი ევროპის კონტინენტზე 100 ათასს აჭარბებს, 150 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული რუსეთსაც უკრაინაში.
ომის მეცამეტე დღეს რუსეთის მთავარი სამიზნე კვლავ დედაქალაქია, სადაც აფეთქების ხმა გამთენიისას გაისმა. რუსული ოკუპაციისგან უკრაინული ჯარი დედაქალაქს განსაკუთრებით იცავს, ოლქის ცენტრალურ მაგისტრალზე ასობით სამხედრო საგუშაგოა აშენებული. უკრაინელები მტრისგან დასაცავად ქვიშის ტომრებს, საბურავებს, მავთულხლართებსა და რკინის ბარიკადებს იყენებენ. მტრის კვალის ასარევად, კიევამდე მისასვლელ ტრაფარეტებზე მინიშნებები წაშლილია
დედაქალაქამდე მიმავალი გზა, ისევე როგორც სხვა გზატკეცილები დიდ საფრთხეს შეიცავს, ჩასაფრებულები არიან ოკუპანტები. ასე მოხდა სქაი ნიუსის გადამღები ჯგუფის შემთხვევაშიც, როდესაც ჟურნალისტებს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს.
უკრაინაში ინტენსიური საჰაერო თავდასხმებია. მიწასთან არის გასწორებული უკრაინული ქალაქები და სოფლები.