27 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
რა ვითარებაა უკრაინის დასავლეთში, სადაც ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადია - უკრაინელები ასობით კილომეტრს გადიან, რომ თავი ევროპელ მეზობლებს შეაფარონ

"კურიერის" გადამღები ჯგუფი მუშაობს უკრაინის დასავლეთით, სადაც დევნილთა ძირითადი ნაკადია დაძრული. ეპიცენტრი ლვოვია.

მარტო პოლონეთმა უკვე მიიღო მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, შემდეგ მოდის უნგრეთი, სლოვენია და მოლდოვა. ყველაზე ცოტა, მხოლოდ 400 ადამიანია გადასული ბელარუსში.

გაეროს მონაცემებით, უკრაინას უკვე 2 მილიონი დევნილი ჰყავს და ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი პროცესი.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ასეთი მასშტაბი ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს. ფეხით, ავტობუსებით, მატარებლით, ავტომობილებით - უკრაინელები ასობით კილომეტრს გადიან, რომ თავი შეაფარონ უკრაინის ევროპელ მეზობლებს.

თუმცა ვითარებას ამ დღეებში უკიდურესად გაართულებს ამინდი. ცენტრალურ და აღმოსავლეთ უკრაინაში მკვეთრად აცივდება. ხარკოვსა და კიევში -13, -20 გრადუსია მოსალოდნელი, რასაც დაერთვება ძლიერი ქარი. ეს მაშინ როდესაც ათასობით ადამიანი საცხოვრებლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები