27 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
რა მდგომარეობაა ოდესაში, სადაც მოსახლეობა რუსული აგრესიის დასახვედრად ემზადება - "კურიერის" რეპორტაჟი უკრაინის სამხრეთ ნაწილიდან

უკრაინაში "რუსთავი 2"-ის 2 გადამღები ჯგუფი მუშაობს. "კურიერი" წუხელ ოდესაში შევიდა. მილიონიანი საპორტო ქალაქი ახლა ბარიკადებად არის ქცეული. მხოლოდ ოდესის ცენტრში 300 ათასი ტომარა ქვიშაა მიტანილი. 80 წელია მსოფლიოს ასეთი კადრები არ უნახავს. ისტორიული ქალაქი ყოველ წუთს ელოდება იერიშს ზღვიდან და ჰაერიდან.

ოდესის ცნობილი ოპერა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა ბომბებისგან თავშესაფარი. ქალაქის ქუჩებს ჯარი და მოხალისეები ერთად აკონტროლებენ. უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქში, რომელიც სტრატეგიული ადგილია ორივე მხრისთვის, ყოველ წუთს არის მოსალოდნელი სპეცოპერაციის დაწყება.

ქალაქი იდგა, დგას და იდგება - ეს არის ყველა ადგილობრივების განწყობა.

"ოდესის" მაცხოვრებელები ე.წ. რუსული მშვიდობის დასახვედრად  ვემზადებით. ჩვენ უკრაინაში მათ გარეშეც კარგად ვართ და ურჩევნიათ წავიდნენ სახლში. როგორც შეგვიძლია ისე ვიცავთ ჩვენს ქალაქს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა "კურიერთან" საუბარისას.

გარდა ამისა, რუსულია არმია ოდესიდან 130 კილომეტრში ქალაქ ხერსონთან იმყოფება, სადაც კვლავ გრძელდება შეტაკებები.

ამასთან, "კურიერის" კამერამ გადაიღო საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაციის პროცესი. დაახლოებით 30 ადამიანმა გამოემგზავრა ოდესიდან.

დღის ამბები