27 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ერთი რუბლი იმაზე ნაკლებია, ვიდრე 1 ამერიკული პენი - აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შედეგებზე საუბრობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის მორიგი სანქციების დაწესებაზე ისაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან შედეგებს, რომელიც უკვე დაწესებულ სანქციებს მოჰყვა:

"მე ვესაუბრე ჩვენს მოკავშირეებს დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, რუსეთმა გააძლიერა თავდასხმა უკრაინაზე და ჩვენი პარტნიორები თანხმდებიან, რომ ჩვენ საპასუხო რეაქცია უნდა გვქონდეს ამ თავდასხმაზე, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უპრეცედენტოდ დაწესდა, რამაც დიდი ნეგატიური ზეგავლენა იქონია, რუსულ ეკონომიკაზე.

რუბლი გაუფასურდა 50%-ით, ერთი რუბლი იმაზე ნაკლებია, ვიდრე 1 ამერიკული პენი. რუსეთის ცენტრალურ ბანკს ძალიან ბევრ პრობლემას ვუქმნით,  შესაბამისად მათ არ შეუძლიათ, რომ შეაჩერონ რუბლის გაუფასურება. ჩვენ ასევე ჩავხსენით, რუსული ბანკები სვიფტიდან," - განაცხადა ჯო ბაიდენმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთიდან უდიდესი კომპანიები გამოდიან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არსებობს სპეციფიური მიმართულება მიმდინარე პროცესში, რომელიც რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ქმედებებს ითვალისწინებს. ჯო ბაიდენის თქმით, ამ ომში პასუხისმგებლობა აღნიშნულ ოლიგარქებსაც აკისრიათ, შესაბამისად მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ მკაცრი ქმედებები.

ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა ნავთობკომპანიებს, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო იზრდება ნავთობის ფასი, ამ სიტუაციაში კი კომპანიებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, რადგან მოგების მარჟაზე ფიქრის დრო არაა.

დღის ამბები