27 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ჯო ბაიდენმა აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

ბაიდენის განცხადებით, აშშ მოკავშირეებთან ერთად ცდილობს, შესაბამისი დამხმარება გაუწიოს უკრაინას.

ამასთან, მისი თქმით, აშშ ჰუმანიტარული დახმარების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოებისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

"ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს და ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარდაჭერილია კონგრესის და ამერიკელი ხალხის მიერ. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს უკრაინას და არ შევუწყობთ ხელს პუტინს. ჩვენ აქტიურად ვმართავთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან, კერძოდ ევროპაში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს, ნატოს წევრს ქვეყნებს, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ აღვუდგეთ ვლადიმერ პუტინს.

ჩვენი ევროპელი მოკავშირეები შესაძლოა არ არიან ისეთ დღეში, რომ შემოგვიერთდნენ. აშშ აწარმოებს ნავთობს აშშ-ივე იმაზე უფრო დიდი რაოდენობით, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ შეგვიძლია ეს ნაბიჯი გადავდგათ, როდესაც სხვა ქვეყნებს ამის საშუალება არ აქვთ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ შევიმუშავოთ გრძელვადიანი გზა იმისთვის, რომ ჩავხსნათ რუსული გაზი და ნავთობი ბაზრიდან. ჩვენ ვართ ერთიანი. ჩვენ ვიცით, რომ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა პუტინზე და მის საომარ რეჟიმზე. აშშ-ის მოსახლეობა მხარს უჭერს ჩემს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცავთ მშვიდობას და ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას. რესპუბლიკელები და დემოკრატები ამას ძალიან გაგებით ეკიდებიან. იციან, რომ ეს არის აუცილებელი.

მე ვესაუბრე რამდენჯერმე პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ვატარებთ აქტიურად კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და ვაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას. მე ერთ მილიარდ დოლარს გამოვყოფ უკრაინის უსაფრთხოების მიმართულებით. დახმარება ყოველდღიურად მიემართება აშშ-დან უკრაინაში. ასევე ჩვენი მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას იარაღით. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ წყლითა და საკვებით მომარაგებას, ასევე, სხვადასხვა ჰუმანიტარული ტვირთით მომარაგებას უკრაინელი მოსახლეობისთვის.

აშშ იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინელი ლტოლვილების დაცვის მიმართულებით და დავეხმარებით იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან უკრაინას," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები