27 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, უკრაინაში ორკვირიანი შეჭრის შედეგად 2000-დან 4000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, უკრაინაში ორკვირიანი შეჭრის შედეგად 2000-დან 4000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა - სავარაუდოდ იმაზე მეტი, ვიდრე ავღანეთში 20-წლიანი ომის დროს დაღუპული ამერიკელების რაოდენობაა. ამის შესახებ NBC წერს.

თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ ანალიტიკოსებში ეს რიცხვები დაბალი ნდობით სარგებლობს და ის ნაწილობრივ ეფუძნება ინფორმაციას "ღია წყაროებიდან", რაც შეიძლება ნიშნავდეს მედიისა და სოციალური მედიის ანგარიშებს.

შეგახსენებთ, Associated Press-ის ცნობით, დაახლოებით 2448 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ავღანეთში ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს.

დღის ამბები