27 ნოემბერი 2024,   20:56
ვრცლად
ჩვენ ვართ თავისუფლების ზონა, როცა თავისუფლების საზღვრები ირღვევა და გადალახულია, თქვენ უნდა დაგვიცვათ - ზელენსკი დასავლეთს კვლავ ცის დაკეტვას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ მიმართავს და პარტნიორებს უკრაინის თავზე ცის დახურვისკენ მოუწოდებს.

"რუსეთი გვბომბავს და გვბომბავს, გვიგზავნიან რაკეტებს, მებრძოლებს, ვერტმფრენებს და ბევრ სხვა რამეს. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ცას. ჩვენ ევროპაში ვართ, ეს თავისუფლების ადგილია. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ შორს ვართ ამერიკიდან ან კანადიდან, მაგრამ არა, ჩვენ ვართ თავისუფლების ზონა, როცა თავისუფლების საზღვრები ირღვევა და გადალახულია, თქვენ უნდა დაგვიცვათ. რაც უფრო მეტს ჭამს მხეცი, მით უფრო მეტი და მეტი უნდა," - აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები