27 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
11 წლის უკრაინელ ბიჭს, ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრით, რომელიც უკვე მსოფლიომ გაიცნო, დედა ცოცხალი ჰყავს

11 წლის უკრაინელ ლტოლვილ ბიჭს, რომელმაც სლოვაკეთის საზღვართან მარტომ, ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრით მიაღწია, ირკვევა, რომ დედა ცოცხალი ჰყავს. უკვე მსოფლიოსთვის ცნობილ ფოტოზე გამოსახულ ბიჭს ინტერნეტ სივრცეში გმირს უწოდებენ.

11 წლის ბიჭმა ზაპოროჟიედან - ატომური ელექტროსადგურის ადგილიდან, რომელიც რუსმა ძალებმა გასულ კვირას დაიპყრეს - მარტომ გადაკვეთა სლოვაკეთის საზღვარი ზურგჩანთით, პლასტიკური ბარათით, პასპორტითა და ტელეფონის ნომრით, რომელიც ხელზე ეწერა.

როგორც ირკვევა, პატარა ბიჭს მარტოს, დედის გარეშე სახიფათო მგზავრობა ერთი მიზეზით მოუხდა - დედამ ავადმყოფი ბებია ქალაქში მარტო ვერ დატოვა და იძულებული გახდა, შვილი, გადასარჩენად ნათესავებთან მარტო გაეგზავნა. 

პატარა ბიჭზე პასუხისმგებლობა სლოვაკეთის ხელისუფლებამ აიღო და მასზე მოხალისეები ზრუნავენ.

 

წყარო: independent

 

დღის ამბები