"მე მზად ვარ დიალოგისთვის, ჩვენ მზად არ ვართ კაპიტულაციისთვის," - ასე უპასუხა კრემლის მიერ წაყენებული ულტიმატუმს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა რუსეთის მოთხოვნას ყირიმის რუსეთის ნაწილად, ასევე ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
ზელენსკის თქმით, კრემლის მიერ წაყენებული პირობები არის მორიგი ულტიმატუმი, რისთვისაც უკრაინა მზად არ არის. მისი თქმით, პუტინი ცხოვრობს "საინფორმაციო ბუშტში", ჟანგბადის გარეშე.
"რაც შეეხება ტერიტორიებს, რომლებიც არავის უღიარებია რუსეთის გარდა, ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იცხოვრებს ამ ტერიტორიებზე ხალხი, რომელთაც სურთ, იყვნენ უკრაინის ნაწილი. ეს არის მორიგი ულტიმატუმი და ჩვენ მზად არ ვართ ულტიმატუმებისთვის. რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყოს საუბარი, დაიწყოს დიალოგი, ნაცვლად იმისა, რომ იცხოვროს "საინფორმაციო ბუშტში", ჟანგბადის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ის არის იქ," - აცხადებს ზელენსკი.