27 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
პუტინს მიზანში ამოღებული ჰყავს მშვიდობიანი მოქალაქეები, დიდ საფასურს გადახდის ამ აგრესიისთვის - სტოლტენბერგი 

ესკალაციის ნაცვლად ჩვენ უნდა დავასრულოთ სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ლატვიის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები და პუტინს მოუწოდა დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება.

"მნიშვნელოვანი განხილვა გვქონდა რუსეთის ბრუტალურ ქმედებებზე უკრაინაში. უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა შემაშფოთებელია. 2 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა უკრაინა დაეტოვებინა. ეს ევროპაში ყველაზე დიდი საიმიგრაციო ნაკადია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. პუტინს მიზანში ამოღებული ჰყავს მშვიდობიანი მოქალაქეები, რაც ომის დანაშაულია.

პრეზიდენტი პუტინი დიდ საფასურს გადახდის ამ აგრესიისთვის უკრაინაში. ის უკვე განიცდის ამ სანქციების შედეგებს. ის მომსწრეა უპრეცენდენტო იზოლაციის.

საშინელებაა, როცა ვხედავთ იმ ტანჯვას, რასაც უკრაინელები განიცდიან. სიტუაცია შესაძლოა კონტროლს გასცდეს. NATO-მ გააძლიერა აღმოსავლეთ ფლანგზე წარმომადგენლობა. მოკავშირეები, მათ შორის, შეერთებული შტატები, კანადა, ესპანეთი ასობით სამხედროს ათავსებენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ ინჩს. ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად სოლიდარულია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ კონფლიქტი და არ გავაფართოვოთ ის. ჩვენი ვალია მოკავშირეები დავიცვათ," - განაცხადა ენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები