27 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
მიღწეულია შეთანხმება სუმიდან პოლტავაში ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ

რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღწეულია შეთანხმება სუმიდან პოლტავაში ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ. მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის უცხოელი სტუდენტების ევაკუაციისთვის.

უწყების პრეს-სპიკერი მოუწოდებს რუსეთს ამჯერად მაინც არ დაარღვიოს შეთანხმება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება, თავი შეიკავოს იმ ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება.

შეთანხმების პარალელურად გრძელდება საომარი მოქმედებები, კიევის მახლობლად რუსმა ჯარისკაცებმა მოხალისეები დახოცეს, რომლებიც მშიერ ცხოველებს ეხმარებოდნენ. კიევთან ახლოს რუსული ჯარები ძალების გაძლიერებას ცდილობენ. დილიდან დაიბომბა ხარკოვი, ახტირკა და სუმი, დაღუპულთა რაოდენობა 25-ზე მეტია, მათ შორის არიან ბავშვები.

დღის ამბები